вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის  მეცხრე  დღეს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი განვლილ მასალას.  წარმოვადგინეთ   ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმები, პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს  რომელი აქტივობა  უფრო საინტერესოს გახდიდა  მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა თითოეული მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი პროექტები. ვფიქრობ , წარმოდგენილი  თემები აქტუალურია , განსაკუთრებით მომეწონა ირმა ქობლიანიძის და ხათუნა დემერტაშვილის პროექტის გეგმა.
      ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი" ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.ბევრი რამე ვისწავლე,რაც პრაქტიკაში გამომადგება,გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა,პორტფოლიოს შექმნა და პრეზენტაცია.
ტრენინგი საშუალებას აძლევს თითოეულ პედაგოგს იყოს მუდმივ განვითარებისა და პროფესიულ ზრდის პროცესში.ვფიქრობ მივიღეთ  ძალიან კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო ცოდნა, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით,  შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც
   დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს გამოჩენილი სითბოს, გულისხმიერებისა და  საინტერესო შეხვედრებისთვის, .

Комментариев нет:

Отправить комментарий