четверг, 4 июля 2019 г.


როგორ გავაუმჯობესოთ ქიმიის გაკვეთილზე
 IX კლასის მოსწავლეთა შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები

https://drive.google.com/file/d/16aeI5aX2zw22EizpUDGw6JJ-zEVXoo92/view?usp=drivesdk

вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის  მეცხრე  დღეს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი განვლილ მასალას.  წარმოვადგინეთ   ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმები, პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს  რომელი აქტივობა  უფრო საინტერესოს გახდიდა  მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა თითოეული მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი პროექტები. ვფიქრობ , წარმოდგენილი  თემები აქტუალურია , განსაკუთრებით მომეწონა ირმა ქობლიანიძის და ხათუნა დემერტაშვილის პროექტის გეგმა.
      ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი" ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.ბევრი რამე ვისწავლე,რაც პრაქტიკაში გამომადგება,გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა,პორტფოლიოს შექმნა და პრეზენტაცია.
ტრენინგი საშუალებას აძლევს თითოეულ პედაგოგს იყოს მუდმივ განვითარებისა და პროფესიულ ზრდის პროცესში.ვფიქრობ მივიღეთ  ძალიან კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო ცოდნა, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით,  შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც
   დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს გამოჩენილი სითბოს, გულისხმიერებისა და  საინტერესო შეხვედრებისთვის, .

суббота, 8 июля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე


ტრენინგის დაწყებისთანავე მიმოვიხილეთ განვლილი მასალა.
ტრენერმა გვასწავლა ფასილიტაციის მასალის შექმნა და პრაქტიკულად შევასრულეთ იგი  დავხვეწეთ ჩვენი პროექტის გეგმა და სრულყოფილი სახე მივეცით მას..რ 
პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.
       დღევანდელი ტრენინიც  საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ  განვლილ მასალას,   გარკვეული დრო დავუთმეთ მოსწავლის საჭიროების  გამოგვეთას, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევავსეთ სასწავლო პროცედურებისთვის საჭირო ველი,  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისათვის.

воскресенье, 2 июля 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

  დღევანდელი  სასწავლო  დღე  დავიწყეთ  წინა  გაკვეთილზე  შესწავლილი მასალის გამეორებით, კერძოდ, მოსწავლეთა  ბლოგში  გაჯეტებზე  მუშაობით: სურათების, გამოკითხვებისა  და ა.შ..   შემდეგ  გადავედით  მოსწავლის  პრეზენტაციის  შექმნაზე.  აქ  ქალბატონმა ქეთევანმა  გაგვიზიარა  საკუთარი გამოცდილება  საუკეთესო  პროექტის შექმნასთან დაკავშირებით, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას.    დღევანდელი  დღე  აგრეთვე დამეხმარება   რუბრიკების  უკეთ მომზადებაში.







суббота, 1 июля 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

  • ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლი მასალა;
  • გავეცანით საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. ვისწავლეთ მისი პრაქტიკაში გამოყენება.
  • ვისწავლეთ როგორ შეიძლება სხვისი ბლოგების დათვალიერება და კომენტარების გაკეთება.
  • ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ და გავაკეთეთ გაჯეტები: სურათების, გამოკითხვების, HTML-ის. 
  • შევქმენით მოსწავლის ბლოგი, ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა
  • დავწერეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.
  • დღევანდელ ტრენინგზე ნასწავლი მასალა  სამომავლოდ გამომადგება ნამუშავრებით ბლოგის გამდიდრებასა და ჩემს პედაგოგიური პრქატიკის გასაუმჯობესებლად.

воскресенье, 25 июня 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ ძალიან საინტერესო იყო. როგორც ყოველთვის დღესაც ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით და გავიხსენეთ ნასწავლი მასალა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, გავიხსენეთ და შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია პაუერ პოინტში, გავიხსენეთ ბლოგში პოსტების განთავსების და რედაქტირების  გზები. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო სამუშაო დღისთვის.